ავტორის შესახებ
პერ ფაბიან ლაგერვისტი (შვედ. Pär Lagerkvist; დ. 23 მაისი, 1891 — გ. 11 ივლისი, 1974) — შვედი მწერალი, 1951 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. პრემია გადაეცა შემდეგი ფორმულირებით: „მხატვრული ძლიერებისა და მწერლის თავისუფალი განსჯისათვის, რომელიც კაცობრიობის წინაშე მდგარ მარადიულ კითხვებზე ეძიებდა პასუხებს“.