წიგნში შესულია გამოჩენილი ქართველი ფილოსოფოსის – ზურაბ კაკაბაძის ხუთი რჩეული ფილოსოფიური შრომა, რომლებშიც ავტორის განხილვა-განსჯის მთავარი თემებია თანამედროვე დასავლეთის ფილოსოფიისა და ზოგადად კულტურის აქტუალური საკითხები. ზ. კაკაბაძე აკვირდება და იკვლევს ეპოქის კრიზისიდან მომდინარე ძირითად ტენდენციებს და კრიტიკულად იხილავს მათ. ამ მიზნის მისაღწევად ზ. კაკაბაძე ეხება და კრიტიკულად აფასებს კირკეგორის, დოსტოევსკის, ჰუსერლის, მანის, სარტრის, კაფკას, კამიუს, ფელინის და სხვა დიდ ფილოსოფოსთა, მწერალთა და კინოხელოვანთა შემოქმედებას.