ავტორის შესახებ
ლალი კონცელიძე ( დ. 29 ივნისი, 1968 ) – მთარგმნელი, პოეტი.
დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით 1991 წელს. 1998-2015 წლებში მუშაობდა გამომცემლობა "აჭარაში" (კორექტორად, რედაქტორად, მთავარ რედაქტორად, დირექტორად). პარალელურად, 2008 წლიდან, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის რედაქტორია, 2016 წლიდან - აჭარის მწერალთა სახლის დირექტორი, ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს ნატალია ტოლსტაიას, ვლადიმერ გაჩევის, ალექსი თარიას, ალექსანდრ პოტიომკინის ნაწარმოებები.