ქართული ლიტერატურის მკვლევრის, პროფესორ ივანე ლოლაშვილის წინამდებარე წიგნი ეძღვნება დიდი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, გიორგი ლეონიძის დაბადების 80 წლისთავს. წიგნში მოთავსებულია მოგონებები, ნარკვევები და ჩანაწერები, რომლებშიც გაშუქებულია გ. ლეონიძის ცხოვრებისა და შემოქმედების უცნობი (ან ნაკლებად ცნობილი) მხარეები, მისი ფართო სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა.