ამ წიგნის დაწერა 2016 წლის ნოემბერში დონალდ ტრამპის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევამ გადამაწყვეტინა. ჩემი თანამემამულეების უმეტესობის მსგავსად, არჩევნების შედეგი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. უცნობია, რას მოუტანს ეს მოვლენა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს. 2016 წლის ივნისში დიდ ბრიტანეთში ევროკავშირის დატოვების მომხრეთა გამარჯვების შემდეგ, ეს წლის მეორე საარჩევნო სიურპრიზი იყო.
თითქმის მთელი ბოლო ორი ათწლეული თანამედროვე პოლიტიკური ინსტიტუტების განვითარებას ვადევნებდი თვალს: როგორ აღმოცენდა სახელმწიფო, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულება, როგორ განვითარდნენ და შეეზარდნენ ისინი ერთმანეთს და რა საფრთხე ემუქრება მათ. ტრამპის პრეზიდენტად არჩევამდე დიდი ხნით ადრე ვწერდი ამერიკული პოლიტიკური ინსტიტუტების გადაგვარების საფრთხეზე. სახელმწიფო ყოვლისშემძლე გავლენის ჯგუფების ტყვედ იყო ქცეული, რომლებმაც, რიგიდულ სტრუქტურაში მოქცევით, მას რეფორმირების ყველა გზა მოუჭრეს.
ავტორი