ავტორის შესახებ
იოსიჰირო ფრენსის ფუკუიამა (ინგლ. Yoshihiro Francis Fukuyama; დ. 27 ოქტომბერი, 1952, ჩიკაგო) — იაპონური წარმოშობის ამერიკელი ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, პოლიტეკონომისტი და მწერალი. მოღვაწეობს ჯორჯ მეისონის, ჯონს ჰოპკინზისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში. უფრო მეტად ცნობილია თავისი წიგნით „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ (1992), რომელშიც ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის გავრცელება შეიძლება მოწმობდეს კაცობრიობის სოციოკულტურული ევოლუციის ბოლო წერტილს და გახდეს ადამიანური მმართველობის უკანასკნელი ფორმა. ფუკუიამას ეს წიგნი ნათარგმნია 20-ზე მეტ ენაზე. წიგნმა გამოსვლისთანავე გამოიწვია ფართო რეზონანსი სამეცნიერო წრეებსა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში. მიუხედავად იმისა, რომ წიგნის გამოსვლის მომენტიდან იქ მოხსენიებული მრავალი მოვლენა ეჭვქვეშ დადგა, ფუკუიამა უწინდებურად უჭერდა მხარს „ისტორიის დასასრულის“ კონცეფციას.