„ქართველური მემკვიდრეობა" წარმოადგენს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანოს. „ქართველურ მემკვიდრეობაში“ ქვეყნდება დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური სიმპოზიუმების (,,ქუთაისური საუბრების“) მასალები და დიალექტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მომძიებელთა ჯგუფების მიერ მომზადებული კომპლექსური (ლინგვისტური, ეთნოლოგიური, ფოლკლორული და სხვა ხასიათის ტექსტები სამეცნიერო აპარატურითურთ.