ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ეპისტოლეთა წიგნი

გამოცემის წელი1968
გამომცემლობამეცნიერება

„ეპისტოლეთა წიგნი” უმნიშვნელოვანესი წყაროა საქართველოსა და სომხეთის ისტორიული ურთიერთობის შესასწავლად. მასში თავმოყრილია მიმოწერა VII ს. დამდეგს ქართველ და სომეხ მოღვაწეთა შორის. წინამდებარე ნაშრომის პირველ ნაწილში ქვეყნდება „ეპისტოლეთა წიგნის“ სომხური ტექსტი, კრიტიკულად დადგენილი X საუკუნის სომეხი ისტორიკოსის უხტანესისს ნაწარმოებში („ისტორია განყოფისა ქართველთა სომეხთაგან“) დაცულ რედაქციასთან შედარების საშუალებით. გამოკვლევასა და კომენტარებში განხილულია „ეპისტოლეთა წიგნის” ტექსტის კრიტიკის უმთავრესი საკითხები. წიგნის მეორე ნაწილში მოცემულია VII საუკუნის პირველი ნახევრის ქართლში პოლიტიკურ-იდეოლოგიური ვითარების შესწავლის ცდა.