წიგნში მოთხრობილია, თუ რა პერიპეტიები გადახდათ თავს ივანე ჯავახიშვილსა და მის თანამოაზრეებს 1937-1938 წლების დიდი ტერორის დროს. გაშუქებულია ჩეკისტების მიერ შეთითხნილი მომაკვდინებელი ბრალდებები. მათი გათვალისწინებით გაანალიზებულია ივანე ჯავახიშვილისა და მის მიმდევართა სახელმწიფოებრივი დევნის ნამდვილი მიზეზი, მათი სამეცნიერო-პედაგოგიური და პოლიტიკური ცხოვრების ისტორია, როგორც სამშობლოსათვის თავდადების საუკეთესო მაგალითი.