წიგნში წარმოდგენილია ქართული ენის ლექსიკისა და ფრაზეოლოგიის ერთი მნიშვნელოვანი სექტორი, ისეთი სიტყვა-თქმები, რომელთაც დაკარგული აქვთ თავდაპირველი მნიშვნელობა და ჩვენი ენის განვითარების გარკვეულ საფეხურზე სხვა განზოგადებული მნიშვნელობა მიუღიათ, იდიომატურ თქმებად დამკვიდრებულან. ასევე მოცემულია ფრაზეოლოგია ახალი ქართული მწერლობიდან.