"ოსმალური დოკუმენტური წყაროები საუკეთესო მასალაა საქართველოსა და ამიერკავკასიის ხალხთა ისტორიის მრავალი საკითხის შესასწავლად. ოსმალეთის სახელმწიფო დაწესებულებებში შექმნილი ოფიციალური დოკუმენტები რეალურად ასახავენ XVII-XIX საუკუნეებში შექმნილ ვითარებას, ამ საუკუნეების მანძილზე ოსმალურ ენაზე იწერებოდა სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები, დგებოდა ხალხის აღწერის თუ სხვა სახის დავთარი, რომელთაც დღეს უდიდესი მეცნიერული მნიშვნელობა ენიჭებათ".