ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქართული სიმღერების ავტორები

გამოცემის წელი2022
გამომცემლობაუნივერსალი

,,დიდი ხნის წინ ჩავიფიქრე გამოვქომაგებოდი დაჩაგრულ პოეტებს – შემექმნა ცნობარი საუკეთესო ქართული სიმღერის კომპოზიტორისა და სასიმღერო ლექსის ავტორის ანუ პოეტის მითითებით. მაგრამ დასაწერ-დასაბეჭდი და წიგნად გამოსაცემი არ მელეოდა და ამისათვის ვერა და ვერ მოვიცალე... თუმცა რაღაც-რაღაცეები კი მივჩხრიკ-მოვჩხრიკე, მოვიძიე, მაინც მეგონა ამის გაკეთებას ვეღარ მოვასწრებდი, ასეც კი ჩამიწერია ამ შესავლის ადრინდელ ვარიანტში – „იქნებ ვინმემ, ახალგაზრდამ მოჰკიდოს ხელი ამ საქმეს, ეგებ ვინმე მუსიკასთან ერთად პოეზიის მცოდნე და დამფასებელი გამოესარჩლოს პოეტებს და ეს ჩემი ჩანიშნულ-ჩაწერილიც გამოადგეს“. თქვენ წარმოიდგინეთ, ღვთის წყალობით, თითქმის ყველა ჩემი სათქმელის თქმაც, დაბეჭდვაც, წიგნებად გამოცემაც, გაჩუქებაც დამცალდა და ახლა, 88 წლის ასაკში (ამასობაში 94-ისაც გავხდი!) შემიძლია რაღაც გავაკეთო...ეს მაბედვინებს საჯაროდ გამოვიტანო ჩემი ნაცოდვილარი!" – რევაზ კვერენჩხილაძე.