ავტორის შესახებ
რევაზ კვერენჩხილაძე ( დ. 4 აგვისტო, 1928 - ლანჩხუთი ) – ქართველი მწერალი, ფილოლოგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს. 1952 წლიდან მუშაობს საქართველოს მწერალთა კავშირში, 1952-1960წწ. მწერალთა სასახლის დირექტორად, 1960 წ-დან წლების მანძილზე იყო საქართველოს მწერალთა საერთო-ეროვნული კავშირის ბიბლიოთეკის გამგე, შეთავსებით მუშაობდა ლიტერატურის კონსულტანტად, საქმეთა მმართველად. 1952 წლიდან აქვეყნებს ლიტერატურულ-კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს, მოგვიანებით მისი კვლევის მთავარი საგანი გახდა ორი მიმართულება: საქართველოს მწერალთა კავშირის (შემოქმედებითი ორგანიზაციის) ისტორია და, მეორე მხრივ, 100-ზე მეტი რეპრესირებული მწერლის ბედი.