წიგნში თავმოყრილია სხვადასხვა დროს დაწერილი ნაშრომები რომლებშიც განხილულია სპარსულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობის , საკვანძო საკითხები („ვეფხისტყაოსანი“ და სპარსული ლიტერატურა, „ვისრამიანის“ საკითხები, ჯამი და ქართული მწერლობა, ქართულ-სპარსული პოეტიკური ურთიერთობა და სხვ.). წიგნი განკუთვნილია ფილოლოგებისათვის, იგი დიდ დახმარებას გაუწევს სპარსული და ქართული ლიტერატურის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს.