წინამდებარე ნაშრომი ქართულენოვანი აფხაზი მწერლის გიორგი შარვაშიძის ცხოვრებისა და შემოქმედების მონოგრაფიულად შედარებით სრულყოფილად შესწავლის პირველი ცდაა. კვლევის ობიექტშია მოქცეული ლირიკულ-ეპიკური და დრამატულ-პუბლიცისტური თხზულებანი, ეროვნულ-მოქალაქეობრივი მსოფლმხედველობა, ჰუმანისტური კრედო, ლიტერატურულ-ესთეტიკური კონცეფციები. წარმოჩენილია მწერლის შემოქმედებითი მიმართება შუა საუკუნეების ქართულ სიტყვიერ კულტურასთან, XIX საუკუნის ქართულ კლასიკურ მწერლობასთან, ენისა და სტილის თუ ლექსთწყობის საკითხები. წიგნი დახმარებას გაუწევს გიორგი შარვაშიძის ლიტერატურულ-კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებულ პირთ, ასევე XIX საუკუნის II ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ქართული მწერლობის მკვლევართ.