ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ნარკვევები რუსთველოლოგიის ისტორიიდან

ავტორიტიტე მოსია
გამოცემის წელი2018
გამომცემლობამერიდიანი

წინამდებარე წიგნი აერთიანებს ვრცელ ნარკვევებს რუსთველოლოგიური მეცნიერების დასაწყის ვითარებაზე, რუსთველოლოგიური მეცნიერების მდგომარეობაზე მეცხრამეტე საუკუნეში, „ვეფხისტყაოსნის“ ისტორიულ-ლიტერატურული საკითხების კვლევის ისტორიაზე. აქვე თავმოყრილია რუსთაველის მსოფლმხედველობისა და სახისმეტყველების გარშემო შექმნილი წერილები. ამასთანავე, წარმოჩენილია იონა მეუნარგიას, ლევან მენაბდის, რევაზ სირაძის, ზვიად გამსახურდიას, ბეჟან კილანავას წვლილი რუსთველოლოგიური მეცნიერების წარმატების საქმეში. გულთბილი წერილი ეძღვნება აფხაზ პოეტს და ლიტერატურათმცოდნეს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, მუშნი ლასურიას, რომელმაც აფხაზურ ენაზე მეორედ სრულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 
წიგნი განკუთვნილია დამხმარე სახელმძღვანელოდ ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისათვის, რომელთაც ძირითად საგნად ეკითხებათ ლექციების კურსი რუსთველოლოგიაში. ასევე, ნაშრომი სარგებლობას მოუტანს პედაგოგებს და „ვეფხისტყაოსნით“ დაინტერესებულ პირთ.