წინამდებარე წიგნი ეხება რუსთველოლოგიური მეცნიერების აღმოცენებას, რომელიც სათავეს იღებს 1712 წლიდან. მასში დამუშავებულია შემდეგი საკითხები: აღორძინების პერიოდის ქართული მწერლობა და „ვეფხისტყაოსანი“, კლერიკალურ-საეკლესიო საზოგადოება და „ვეფხისტყაოსანი“, „ვეფხისტყაოსნის“ ვახტანგისეული გამოცემის რაობა, ვახტანგისეული გამოცემა კრიტიკულია თუ რომელიმე ხელნაწერის გამეორება, „ინდო-ხატაელთა ამბის“ გარშემო, „ვეფხისტყაოსნის“ ვახტანგისეული გამოცემის „თარგმანი“. წიგნი განკუთვნილია დასახელებული საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის, განსაკუთრებით ქართული ფილოლოგიის სტუდენტებისათვის, რომლებიც გადიან სალექციო კურსს რუსთველოლოგიაში.