ნაშრომში პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში, ქართულ და უცხოურ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, გაშუქებულია საქართველოს ეკლესიის წიაღში უძველესი დროიდან არსებული და დღემდე შემორჩენილი მაცხოვრის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმ. მოციქულთა, წმ. მამებისა და წმ. გიორგის სახელთან დაკავშირებული წმინდა ნაწილების ისტორია. შრომაში აგრეთვე, დიდი ადგილი ეთმობა ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოსა და ასურელი მამების ღვაწლსა და მათ სახელთან დაკავშირებული სიწმინდეების აღწერას.