,,მედეა ზაალიშვილის თარგმანებს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. უილიამ შექსპირის „ტიტუს ანდრონიკუსის“ და „ვენერა და ადონისის“, უილიამ ბატლერ იეიტსის „კელტური მიმწუხრის“, უილიამ ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდას“, ტომას ვულფისა და შირლი ჯეკსონის მოთხრობებისა და სხვა თარგმანები უდავო დასტურია იმისა, რომ მისი ღვაწლი გამორჩეულია ქართული ენისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში. ახალ გამოცემაში ოცდახუთამდე ბრიტანელი და ამერიკელი პოეტის ლექსების თარგმანები შევიდა. გამორჩეულ ლექსებთან ერთად კრებულში საინტერესო დეტალებსაც გაეცნობით პოეტების ბიოგრაფიიდან".