წიგნი ეძღვნება დიდი ქართველი მწერლისა და ღირსეული მამულიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის დაბადების 125-ე წლისთავს. მასში, წინამდებარე პუბლიკაციის მოცულობისა და მიზანდასახულობის ფარგლებში, ისტორიის უამრავი წყაროსა და ავტორისეული გამოკვლევების გათვალისწინებით არის გაშუქებული მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების საყურადღებო ასპექტები, აგრეთვე ქართული ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის ზოგისთვის გაუგებარი პრობლემები. ამავე საფუძველზე დაყრდნობით, წიგნში გაკრიტიკებულია მიხეილ ჯავახიშვილისა და ანტისაბჭოთა ეროვნული მოძრაობის მცდარად წარმოჩენილი, თუ მიზნობრივად გაყალბებული საკითხები.