ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

კოლექტიური მეხსიერების ფორმირების პროცესი ქართულ ისტორიულ პროზაში

გამოცემის წელი2015
გამომცემლობაპოლიგრაფი
რედაქტორითამარ გეგეშიძე

წიგნში წარმოდგენილია ფილოლოგიის დოქტორის, თამარ ჩოკორაიას საგრანტო პროექტი, რომელიც დააფინანსა რუსთაველის ფონდმა 2013-2015 წლებში პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტის ფარგლებში. წიგნის სათაური იმეორებს აღნიშნული პროექტის სახელწოდებას. კვლევის დროს მომზადდა ხუთი სამეცნიერო სტატია, რომლებიც დაიბეჭდა სამეცნიერო პერიოდიკაში. ისტორიული პროზა შესწავლილია მეხსიერების კვლევების კონტექსტში. გამოვლენილია ქართული საზოგადოების კოლექტიური მეხსიერების არსი, მისი დამოკიდებულება წარსულისადმი, კოლექტიურ მეხსიერებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები. კვლევის ეს მიმართულება საინტერესოა, ვინაიდან წლების განმავლობაში სასკოლო სახელმძღვანელოებიდან და პოპულარული ისტორიული ნაწარმოებებიდან საზოგადოების ცნობიერებაში დალექილი და კოლექტიურ მეხსიერებაში გადასული სტერეოტიპები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქართული საზოგადოების სოციოპოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას.