ავტორის შესახებ
თამარ გეგეშიძე ( დ. 1986 ) – მეცნიერი, ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი (2014).
წლების განმავლობაში მუშაობდა რედაქტორად, ამუშავებდა და ქმნიდა საავტორო საბავშვო ტექსტებს, საბოლოოდ კი საკუთარი თავი მასწავლებლის პროფესიაში იპოვა. სწორედ ეს პროფესია და ბავშვებთან ურთიერთობა იქცა მისთვის შთაგონების წყაროდ. მისი ლიტერატურული დებიუტი შედგა 2018 წელს საყმაწვილო რომანით „სული-ჩიტი“, რომელიც მალევე იქცა ბესტსელერად. მეორე წიგნი – „საშლელები“ „ინტელექტმა“ 2019 წლის ბოლოს გამოსცა. ორივე წიგნი თანამედროვე მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მათ ურთიერთობებსა და პრობლემებზე გვიყვება. „საშლელები“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ 2020 წლის ეროვნულ ბესტსელერად გამოაცხადა.