,,შერვაშიძეთა გვარი ერთი იმ იშვიათთაგანია, რომელმაც აჭარის თავზე დატეხილი ყველა ისტორიული მოვლენა თავის მხრებზე გადაიტანა და ღირსეული კვალი დატოვა სამხრეო საქართველოს განთავისუფლებისა და აღდგენა-აღორძინების მატიანეში. შერვაშიძეთა გვარმა მრავალი ღირსეული შვილი მისცა საქართველოს. ჩვენ შეძლებისდაგვარად მხოლოდ აჭარელ შერვაშიძეთა წარმომადგენლებს შევეხებით, განსაკუთრებით კი მკითხველის ყურადღებას შევაჩერებთ ყადირ-ბეგ შერვაშიძეზე, რომლის ხანმოკლე, მრავალი ფათერაკებითა და რომანტიზმით აღსავსე ბიოგრაფია ამას ნამდვილად იმსახურებს" – რამაზ სურმანიძე.