ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ერთადერთი ამბავი

გამოცემის წელი
გამომცემლობადიოგენე

„მაშინ უკვე იცოდი, რომ არსებობდა როგორც კარგი, ასევე ცუდი სექსიც. ბუნებრივია, ცუდს კარგი გერჩია, მაგრამ რაკი ჯერაც ახალგაზრდა იყავი, იმასაც ფიქრობდი, რომ ყველა მოცემულობის გათვალისწინებით, მთლად უსექსობას ცუდი სექსი სჯობდა. ეგ კი არა, ზოგჯერ ეს ხელმრუშობაზე უკეთესიც კი შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა არა - ყოველთვის. მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ სქესობრივი ურთიერთობა მხოლოდ ამ ორ უკიდურესობას გულისხმობს, ძალიან ცდება, რადგან თურმე არსებობდა მისი სხვა ნაირსახეობაც, რომლის შესახებაც მაშინ არაფერი იცოდი - რაღაც ისეთი, რასაც, უბრალოდ, ცუდი სექსის ქვესახეობად ვერ ჩათვლიდი, გინდაც მის თაობაზე ყურმოკვრით გსმენოდა. ამას მოსაწყენი სექსი ჰქვია და უფრო მოსაწყენს, ღმერთმანი, ვერც ვერაფერს წარმოიდგენს კაცი...“ უნივერსიტეტიდან არდადეგებზე შინ დაბრუნებული 19 წლის პოლი საჩოგბურთო კლუბში წევრიანდება, სადაც სიუზენს გაიცნობს. სიუზენი 48 წლისაა, დაოჯახებულია და ორი ქალიშვილი ჰყავს. მცირე ხანში პოლისა და სიუზენის ურთიერთობა უბრალო ნაცნობობას სცდება - მათ ერთმანეთი უყვარდებათ. ეს წიგნი სწორედ ამ სიყვარულის სულისშემძვრელი ისტორიაა, რომელსაც უკვე ხანში შესული პოლი ჰყვება.