ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სული-ჩიტი

გამოცემის წელი2018
გამომცემლობაინტელექტი
რედაქტორინინო დეკანოიძე

ლუკა თავიდან ყველას შეიძლება ერთი ჩვეულებრივი, თერთმეტი წლის ბიჭი გეგონოთ, მაგრამ იგი სულაც არ ფიქრობს ასე და მიაჩნია, რომ მისი კარგად გაცნობაა საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს, ლუკა და მისი ახლო მეგობრები გადაწყვეტენ ცის ფრინველებიდან თავისი, საკუთარი ჩიტი ამოირჩიონ, ის, რომელიც მათი სული გახდება და მას შემდეგ, თითოეულ მათგანს, თავისი სული-ჩიტი ეყოლება. თუმცა, სულ-ჩიტებსაც კი შეიძლება სხვა სკოლიდან გადმოსულმა ახალმა თანაკლასელმა მოულოდნელად სიმშვიდე და ჰარმონია დაურღვიოს – ისე, რომ ვეღარც შინ პოულობდნენ მოსვენებას, ვერც გაკვეთილზე და ვერც თუნდაც ერთმანეთის დაბადების დღეებზე. შეძლებენ დაქსაქსული კლასელები ისევ გამონახონ საერთო ენა? ლუკას მშობლები, მთელ დღეებს სამსახურში რომ ატარებენ, მოახერხებენ შვილის გულის ისევ მოგებას? ან ყველასთვის საყვარელ მარიკა მასწავლებელს თუ შესწევს ძალა, ბევრი ცუდი ამბისგან ყურებჩამოყრილ მოსწავლეებს ისევ შეასხას ფრთები?