ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ჩუმად უნდა იჯდე

გამოცემის წელი2022
გამომცემლობაინტელექტი

თამარ გეგეშიძის წიგნში „ჩუმად უნდა იჯდე“, ორი მთავარი პერსონაჟია – 14 წლის შიო და მისი მასწავლებელი მაკო, შესაბამისად, მოვლენებსაც ორი მხარე აქვს. შემთხვევითობისა თუ გაუგებრობის გამო, ეს ორი გმირი ერთმანეთს უპირისპირდება და შემდეგ ყველაფერი, პირდაპირ თუ ირიბად, ამ კონფლიქტს უკავშირდება – სკოლის ისტორიები, მეგობრების მოსაზრებები, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, ფიქრიც კი. ორივე პერსონაჟისთვის სკოლა გადაკვეთის წერტილია, ადგილი, სადაც ყოველთვის რაღაც იცვლება და სადაც ერთ დღეში კარგავ ან პოულობ საკუთარ თავს.