ფედერალისტური წერილები არა მარტო კონსტიტუციას განმარტავს, არამედ იმ ფილოსოფიასაც გვიხსნის, რომელიც მის თითოეულ ნაწილს ასულდგმულებს. მათი შექმნა ორმა ფაქტორმა განაპირობა: ჯერ ერთი, მოსახლეობა უნდა დარწმუნებულიყო კონსტიტუციის რატიფიცირების აუცილებლობაში, მეორეც, წინასწარ უნდა შემოფარგლულიყო ველი კონსტიტუციის სამომავლო ინტერპრეტაციისათვის. ფედერალისტური წერილებით დასაბამი დაედო კონსტიტუციის უნიკალურ ხედვას. ისინი კვლავაც რჩებიან იმ ქმედით იარაღად, რომლის მეშვეობითაც თაობები შეძლებენ გაიგონ ამერიკის შეერთებული შტატების არსი.