,,ბაქანიძე დეტალების ავტორია - ის იმას ხედავს, რაც რიგითი თვალისთვის შეუმჩნეველია; ის იმიტომ გიყვება, რომ უხილავი დაგანახოს. თან ამას სიყვარულით აკეთებს.. აქ გრძნობ იასამნის სურნელს, რომელიც სახლს გაგონებს, აქ ისევ სულს გიხუთავს პანდემიის შეზღუდვები, რომელიც თითქოს დაივიწყე. აქ შენც ისე ესაუბრები ძაღლებს, თითქოს მათ მაგივრად ადამიანი გისმენდეს. აქ შენც ხვდები ბავშვობის მეგობრებს, თავად ბავშვებს, ბავშვივით გულწრფელ კაცებს და, რა თქმა უნდა, მეთევზეებს, მეთევზეებს, მეთევზეებს".