ავტორის შესახებ
ლუკა ბაქანიძე ( დ. 1982 ) – ქართველი მწერალი და პოეტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საინფორმაციო სააგენტოში, პრესაში. 2005 წლიდან ლიტერატურულ პერიოდიკაში აქვეყნებს ლექსებს, მოთხრობებს, თარგმანებსა და წერილებს. 2011 წელს გამოსცა პირველი წიგნი, ლექსების კრებული „ღმერთი ჩემი, მოხეტიალე“. 2014 წელს გამოქვეყნდა მისი რომანი „მესამე ნაპირი“, რომელიც პრემია „საბას“ ფინალისტი გახდა.[1] 2017 წელს მწერალს მიენიჭა „საბა“ მოთხრობათა კრებულისთვის „სად ხარ, ლაზარე“.