,,სიტყვა საშიშია - მან შეიძლება ჩვეულებრივი, მორცხვი მოზარდი დამნაშავედ აქციოს. სიტყვა მშვენიერია - შეგიძლია ქალს, რომელსაც თმა უფრიალებს და ნავს, რომელიც ტალღებზე გარწევს, ერთი სახელი დაარქვა. სიტყვა ტვირთია-ისეთივე მძიმე, როგორც არგაჩენილი ბავშვის სხეულის ნაწილები, სიტყვა სიფრიფანაა და ძვირფასი, როგორც დაკუჭული ქაღალდის ნაწილი, სადაც დაბადების დღეს გილოცავენ... სიტყვა საუკეთესო საშენი მასალაა კარგი მწერლის ხელში, სწორედ სიტყვები ქმნიან საინტერესო პროზას, სწორედ ისეთს, როგორიცაა ლუკა ბაქანიძის მოთხრობების კრებული "სად ხარ, ლაზარე"".