ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

თევზის კონცერტი

ლირიკული რომანი „თევზის კონცერტი“ (ისლანდიურ ორიგინალში „ბრეკუკოტის მატიანე“), რომელიც გამსჭვალულია ადამიანური ღირსებისა და სიკეთის რწმენით, ლაქსნესმა ნობელის პრემიით დაჯილდოების შემდეგ დაწერა. რომანის გმირი, სახელად ალფგრიმური მოგვითხრობს თავის ბავშვობასა და ყრმობაზე; ბიჭს მამა არ ჰყავს; ამერიკისკენ მიმავალმა დედამ კი, რომელმაც გზად ბრეკუკოტში იმშობიარა, დედიშობილა ჩვილი ფერმის მფლობელ ორ მოხუცს შეატოვა ხელში. აქ, რეიკიავიკის განაპირას, პატარა ფერმაში, ორი მოხუცისა და სხვენის ბინადართა ღარიბულ, მაგრამ ჯანსაღ გარემოცვაში, ისლანდიური საგებისა და ქორალების ფონზე, ძველი კედლის საათის განუწყვეტელ წიკწიკში, იზრდება ალფგრიმური. ბრეკუკოტი ძველი დროის ერთგვარ ანკლავს წარმოადგენს, სადაც ადამიანები ჯერ კიდევ სოფლისთვის დამახასიათებელ სიმშვიდეში, ტრადიციული ღირებულებების დაცვით ცხოვრობენ; ფერმის გარეთ კი, ქალაქში, უკვე შემოჭრილია ახალი დრო, – იქ ყველაფერი იყიდება... ხის მბრუნავი ჯვარი მამულის შესასვლელში სიმბოლური საზღვარია ამ ორ სამყაროს შორის. წიგნის დასასრულს ბრეკუკოტის იდილია ქრება, მაგრამ რადგან ეს ადგილი შინაგან ღირებულებათა სამოთხეც იყო, იგი აგრძელებს არსებობას თვით ალფგრიმურში, რომელიც ამ დროისათვის უკვე მზადაა, გაიკვლიოს გზა გარე სამყაროში.