ავტორის შესახებ
ჰალდორ კილიან ლაქსნესი ( დ. 23 აპრილი, 1902 – გ. 8 თებერვალი, 1998 ) – ისლანდიელი მწერალი, 1955 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში, ერთადერთი ისლანდიელი ნობელიანტი. წერდა რომანებს, ლექსებს, საგაზეთო სტატიებს, ესეებს, პიესებს, სამოგზაურო ჩანაწერებსა და მოთხრობებს. მასზე დიდი გავლენა მოახდინეს ისეთმა მოაზროვნეებმა და მწერლებმა, როგორებიც იყვნენ ავგუსტ სტრინდბერგი, ზიგმუნდ ფროიდი, კნუტ ჰამსუნი, სინკლერ ლუისი, ეპტონ სინკლერი, ბერტოლდ ბრეხტი და ერნესტ ჰემინგუეი.