„„ატომის სადგური“ საოცრად თავისებური რომანია. იგი გაჟღენთილია ძველი სკანდინავიური ლიტერატურული ძეგლების რემინისცენციებით. ერთი შეხედვით რაგინდ უცნაურიც არ უნდა იყოს „ღმერთების“ სახეები ორღანისტის პარადოქსალური აზრები, ნაწარმოების მთავარი გმირის, ახალგაზრდა ქალის, შეხედულებები ხელოვნებაზე, ცხენებზე, ქალისა და კაცის ურთიერთობაზე, ოჯახზე რომანი „ატომის სადგური“ მაინც ნამდვილად რეალისტური ნაწარმოებია. მუქი სატირული ფერებით დაგვიხატა ლაქსნესმა ბურჟუაზიული საზოგადოების გახრწნის სურათი. გვიჩვენა მმართველი კლასების ცდა, ისლანდიელი ხალხის სურვილის წინააღმდეგ მიეყიდათ ქვეყანა ამერიკელი იმპერიალისტებისათვის. მწერალი არ იფარგლება მხოლოდ მხილებით. რომანში ჩანს რწმენა ადამიანებისადმი რწმენა იმისა, რომ ხალხი უძლეველია და სამართლიანობა გაიმარჯვებს".