ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

სახელმძღვანელოში განხილულია მოქალაქეობრივი განათლების თანამედროვე კონცეფციები და მოდელები, ამასთანავე პედაგოგიური მიდგომები და პრაქტიკაში მათი დანერგვის ინოვაციური სტრატეგიები, რეკომენდაციები და ალტერნატივები. წარმოდგენილი თემებიდან განსაკუთრებით აქტუალურია აქტიური მოქალაქეობისათვის აუცილებელი კომპეტენციების მაფორმირებელი ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორების განხილვა, როგორებიცაა: უნივერსალური სწავლების დიზაინი და სკოლის დემოკრატიული კულტურა; სოციო-ემოციური სწავლის სტრატეგიები და მათი გავლენა მოსწავლეთა მოქალაქეობრივ კომპეტენციებზე; პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის ინოვაციური მიდგომები; ინტერკულტურული განათლების და ადამიანის უფლებების სწავლის აქტივობები; საზოგადოებრივი საქმიანობით სწავლის ინსტრუმენტები და რესურსები და სხვ.