ციფრული ბიბლიოთეკა

სოფიკო ლობჟანიძე

ავტორის შესახებ

სოფიკო ლობჟანიძე – პროფესორი, განათლების მეცნიერებების მიმართულებით. 

1986 წელს დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტი ქიმიისა და ბიოლოგიის სპეციალობით, ხოლო 1994 წელს თბილისის სასულიერო აკადემია ქრისტიანული ანთროპოლოგიის სპეციალობით. 1996 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია არაორგანულ და კოორდინაციულ ქიმიაში და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (Ph.D), ხოლო 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პედაგოგიკაში თემაზე – „აღზრდის ეთიკური პრინციპები ეპოქალური ცვალებადობის შუქზე“ და მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მოპოვებული აქვს ინდივიდუალური კვლევითი გრანტები შვეიცარიისა და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში. მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ საგრანტო პროექტებში, როგორც მკვლევარი და ექსპერტი. არის ორმოცდაათამდე სამეცნიერო სტატიის, სამეცნიერო მონოგრაფიის, რამდენიმე სახელმძღვანელოსა და გზამკვლევის ავტორი. იგი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ექსპერტ-კონსულტანტი. აქტიურად არის ჩართული განათლების მიმართულებით სხვადასხვა აქტივობებსა და ინიციატივეში –  არის საქართველოს პარლამენტის მეცნიერებისა და განათლების კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსუტაციო ჯგუფის წევრი, განათლების დარგობრივი საბჭოს წევრი, მასწავლებლის ეროვნული ჯილოდოს ჟიურის წევრი და სხვა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან ჯერ ასოცირებული პროფესორის, ხოლო 2018 წლიდან დღემდე პროფესორის თანამდებობაზე. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის განათლების სკოლას. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობს 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ამავე უნივერსიტეტის განათლების სკოლას.

ავტორი

წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

მასწავლებლის წიგნი : ინტერაქტიური მეთოდები პრაქტიკაში

სოფიკო ლობჟანიძე, მაია ფირჩხაძე, მანანა რატიანი, ნინო ლომიძე, ნინო ჭიაბრიშვილი, რუსუდან თედორაძე, მაია ჯალიაშვილი
მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრი
2016
წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

მოქალაქეობრივი განათლება

სოფიკო ლობჟანიძე, დავით მალაზონია, შორენა მაღლაკელიძე, ნინო ჭიაბრიშვილი, ნათია ნაცვლიშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
2021
წიგნი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი

დემოკრატიული მოქალაქეობა საქართველოს სკოლებში : გამოწვევები და განვითარების გზები

სოფიკო ლობჟანიძე, დავით მალაზონია, შორენა მაღლაკელიძე, ნინო ჭიაბრიშვილი, ნათია ნაცვლიშვილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა
2022