მონოგრაფიაში გაანალიზებულია მოქალაქეობრივი განათლების არსებული მდგომარეობა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ის პედაგოგიური პრაქტიკა და მიდგომები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებას, მომავალი თაობის აქტიურ მოქალაქეებად ფორმირებას. დამუშავებულია მოქალაქეობრივი განათლების მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო ნაშრომები და შესაბამისად, ქართულ სამეცნიერო ბრუნვაში შემოტანილია ყველაზე აქტუალური მიგნებები, რომელთა გაცნობა უდავოდ მნიშვნელოვანი იქნება საკითხით დაინტერესებული მკვლევრებისთვის. მონოგრაფიას განსაკუთრებით ღირებულს ხდის უშუალოდ საქართველოს სკოლებში ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგების წარმოჩენა, რითაც იკვეთება სასკოლო საზოგადოების წევრთა მოქალაქეობრივ კომპეტენციების არსებული დონე და მისი განმაპირობებელ ფაქტორები. ავტორები, ტრადიციული, საველე და ექსპერიმენტული კვლევით მიღებული შედეგების საფუძველზე, გვთავაზობენ იმ პედაგოგიურ მიდგომებს და აქტივობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის ეფექტიან განხორციელებას.