,,ირაკლი ბათიაშვილმა, მსოფლიოს უდიდეს ფილოსოფოსთა ნააზრევის განხილვისას, ფილოსოფიის გრანდების, თვითეულისა ცალკე, პოლიტიკურ-ფილოსოფიური ინტენციონალობის შეფასება მოიმარჯვა მთავარ მეთოდად და ამ გზის გავლას სთავაზობს მკითხველს. ამ წიგნში მოცემულია ფილოსოფიური ინტენცია, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური აწმყოს მსაზღვრელი! ანუ ფილოსოფოსი გვიწვევს აქ და ახლა გავიაზროთ ის, რაც თითქოსდა წარსულის თაროებზეა შემოწყობილი სამუზეუმე ექსპონატებივით. არაო, გვეუბნება ფილოსოფოსი, შორიდან წამოდით და ახლოს მიდით იმასთან, რაც ჩვენს დღევანდელ ყოფიერებას განსაზღვრავსო" – პაატა ჩხეიძე.