ნაწარმოები „ან/ან“ ატარებს ორგვარ ჟღერადობას ორი სხვადასხვა მთხრობელის მხრიდან. პირველ ნაწილში ახალგაზრდა ესთეტიკოსი მამაკაცი (რომელსაც უბრალოდ ჰქვია A), ხოლო მეორე ნაწილში – ეთიკური განმსჯელი, სახელად ვილჰელმი. „ან/ან“ – დუალობის ეს შედევრი გახლავთ შესანიშნავი გამოკვლევა იმ კონფლიქტისა ესთეტიკასა და ეთიკას შორის რომ არსებობს; ორივე მათგანი ირონიულად და მაცდურად განიხილავს ეპიკურ სიამოვნებებს – მთელი თავისი მჭევრმეტყველური ასახვით მორალური ყოფა-ცხოვრების მაღალი სათნოებებისა. წიგნის პირველ ნაწილში ასახული ასპექტები არის „ან“ – ცხოვრების ესთეტიკური ჭვრეტა; ხოლო მეორე ნაწილი „ან“ – მისი ეთიკური აღქმა. ეს უკანასკნელი ეხება პიროვნული ჩამოყალიბების, თავდაჯერებულობისა და თვითრწმენის საკითხებს, რა ყოველივეც საბოლოოდ მიემართება ქორწინების თემას. ნაწარმოების პრობლემის გადაწყვეტა მკითხველისათვის არის მინდობილი, ვინაიდან არ არსებობს არავითარი მესამე ნაწილი, სადაც კი შესაძლებელი იქნება, რომ ცხოვრებისეულ ბილიკზე რაიმე კონკრეტული ეტაპი წარმოჩნდეს.