ავტორის შესახებ
სიორენ კირკეგორი ( დ. 5 მაისი, 1813, კოპენჰაგენი – გ. 11 ნოემბერი, 1855 ) – დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალის და ეთიკის წარმომადგენელი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი. კიერკეგორის დროს გამეფებული ჰეგელის მოძღვრების მოწინააღმდეგე, კლასიკური გერმანული იდეალიზმის საწინააღმდეგოდ ემხრობოდა რაციონალიზმის მეორადობას და წმინდა არსებობის (ეგზისტენციალიზმის) პირველადობას, რომლითაც რთული დიალექტიკური განვითარების გზით პიროვნებას ძალუძს საკუთარი არსის აღქმა რწმენაში.