კოპაკაბანის ხალხმრავალ სანაპიროზე 19 წლის ტრისტაო - რიოს ღატაკ უბანში მცხოვრები მეძავის შვილი - შემთხვევით გაიცნობს იზაბელს - ცნობილი ბრაზილიელი პოლიტიკოსის 18 წლის ქალიშვილს. სხვადასხვა სოციალური წრისადმი კუთვნილებისა და განსხვავებული აღზრდის მიუხედავად, ურთიერთლტოლვა იმდენად მძაფრია, რომ ტრისტაო და იზაბელი გადაწყვეტენ - ისინი ბედისწერამ შეახვედრა ერთმანეთს და მათი სიყვარული ყველა გამოცდას გაუძლებს.