ფარსადან გორგიჯანიძემ „საქართველოს ისტორია“ დაამთავრა 1969 წელს.მასში აღწერილია საქართველოს ისტორია გაქრისტიანების დროიდან XVII საუკუნის მიწურულამდე. ივ. ჯავახიშვილმა გორგიჯანიძის თხზულება პირობითად 4 ნაწილად დაყო და თითოეული ნაწილის შეფასებაც მოგვცა. პირველ ნაწილად ჯავახიშვილმა მიიჩნია თხრობა დასაწყისიდან თამარის გამეფებამდე. მეორე ნაწილი მისი აზრით „ქართლის ცხოვრებიდან არის გადაწერილი (გამოყენებულია „ისტორიანი და აზმანი“ და „ჟამთააღმწერელი“). იწყება თამარის გამეფებით და გრძელდება XIV საუკუნის დასაწყისამდე. მესამე ნაწილი მოიცავს XIV საუკუნის დასაწყისიდან 1636 წლამდე და ეყრდნობა ძირითადად სპარსულ წყაროებს. მეოთხე ნაწილი კი მოიცავს უშუალოდ ფარსადანის ხანას, რომლის თვითმხილველი და თანადამხვდურია ავტორი.