ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

გოგოობის კანონი

გამოცემის წელი2016

„„ადამიანებთან ნაკლებად გამომდის ხოლმე და ამიტომაც ვიპოვე ჩემთვის უფრო მოსახერხებელი ენა პოეზიის, ტექნიკურადაც უფრო იოლი და ისედაც... და აღმოვაჩინე, რომ ეს არის უნივერსალური ენა, რომლითაც შეგიძლია მოყვე არა მარტო შენი თავი (მე უფრო ასე გამომდის ხოლმე: შიგნიდან ვყვები), მთელი დანარჩენი სამყარო, რომელიც შენ ხარ, შენში რამდენადაც შემოდის“ - წერს ერთგან პოეტი ლია ლიქოკელი, რომელმაც ქართულ პოეზიაში გამოჩენის პირველი დღიდანვე მკითხველთა დიდი სიყვარული მოიპოვა. ლია ლიქოკელის პოეტური ენა კვლავ აგრძელებს არსებობას, ვითარდება, აღსანიშნებს ახალ აღმნიშვნელებს არგებს, ივსება და იცვლება, ისევე, როგორც დედამიწაზე არსებული ყველა ენა. „გოგოობის კანონში“ ავტორი გარემომცველი სამყაროდან სულ უფრო და უფრო საკუთარი თავისკენ ინაცვლებს, საკუთარ თავს უღრმავდება, ადამიანს - როგორც სამყაროს მიკრომოდელს... ლექსს - ამ საოცარი მიკროკოსმოსის ცენტრალურ ფიგურას".