ფეხსაცმელი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ბოტასი

სპორტული ფეხსაცმელი

ბოტი

რეზინის ფეხსაცმელი, რომელიც წყალს არ ატარებს

ბუცი

სპორტში – ფეხსაცმელი, რომელსაც ფეხბურთელები იცვამენ ფეხბურთის თამაშის დროს  (სპეც.)

კალოში

რეზინის ფეხსაცმელი, რომელსაც ავდარში ჩვეულებრივ ფეხსაცმელზე იცვამენ

კედი

მსუბუქი სასპორტო ფეხსაცმელი ტილოს ზედაპირით და რეზინის ძირით

კეტი

ერთგვარი ფეხსაცმელი  (მცდ.)

სინონიმი

ჰიპერონიმი

კრემი

რასაც ფეხსაცმელს აცხებენ, აპრიალებისა თუ ერთგვაროვანი ფერის მისაღებად

მოგვი

ფეხსაცმელი, რომელსაც მაღალი ყელი აქვს  (ძვ.)

მოკასინი

ფეხსაცმლის ტიპი, რომელიც დამზადებულია რბილი ტყავისგან და, ტრადიციულად, არ აქვს მკვეთრად გამოყოფილი ქუსლი ან ლანჩა.

სანდალი

ზაფხულში ჩასაცმელი მსუბუქი ფეხსაცმელი

ძველ საბერძნეთსა და რომში ‒ ხის-, კორპის- ან ტყავისძირიანი თასმებით დასამაგრებელი ფეხსაცმელი  (ძვ.)

ფაჩუჩი

ფეხსაცმელი, რომელსაც შინ იცვამენ და რომელიც არის თბილი

ფეხსაცმელი, რომელსაც რბილი ტყავისგან ამზადებენ და რომელიც ბავშვისთვის არის განკუთვნილი

ფლოსტი

უქუსლო ფეხსაცმელი, უმეტესად საშინაო

ფოსტალი

ქალამანი

ქოში

ქუსლიანი ფეხსაცმელი დახურული წინა და ღია უკანა ნაწილით

ქუსლი

ფეხსაცმლის ან წინდის ის ნაწილი, რომელშიც ჯდება თუ თავსდება ტერფის მრგვალი ნაწილი

ფეხსაცმლის უკანა ნაწილზე დაკრული ამავე ფორმის ხის, ტყავის, ლითონის და ა. შ. მასალისაგან დამზადებული და დაკრული სიმტკიცისათვის

ჰიპერონიმი

ჩექმა

ფეხსაცმელი, რომელიც ფარავს ტერფს, კოჭსა და ფეხის ქვედა ნაწილს

ჩუსტი

მსუბუქი, უქუსლო და უყელო ფეხსაცმელი

უქუსლო წაღა  (მოძვ.)

კოჰიპონიმი

ჰიპერონიმი

წაღა

წუღა

რბილი ფეხსაცმელი, უყელო ან დაბალყელიანი

ზოგადად, უყელო ფეხსაცმელი  (კუთხ.)

ხამლი