გადასახდელი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ის, რაც სამაგიეროდ უნდა მისცენ

ის, რაც უნდა ჩაატარონ და მოაწყონ

ის თანხა, რასაც იხდიან ორგანიზაციები თუ კერძო პირები სახელმწიფო ბიუჯეტში  (დარგ.)

ის, რაც თავს გადახდებათ

სინონიმი

ასანაზღაურებელი

ბაჟი

ბეგარა

ვალდებულება, რომელსაც ყმები და ქვეშევრდომები იღებდნენ და რომელიც მოიცავდა უსასყიდლოდ ემუშავათ ბატონისა თუ სახელმწიფოსათვის  (ისტ.)

ვალდებულება, რომელიც მოიცავს ნატურალური გამოსაღებით გადასახადის გადახდას  (ისტ.)

გადასახადი

ის სავალდებულო შესატანი სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც კანონი ადგენს  (დარგ.)

ის თანხა, რომელსაც იხდიან ამა თუ იმ საზოგადოებისა თუ ორგანიზაციის წევრობისათვის

გამოსასყიდი

ის, რითაც უნდა გამოისყიდონ მძევალი, ტყვე და ა. შ.

გამოსაღები

გასამართი

რაც უნდა გაიმართოს, ჩატარდეს

გასასტუმრებელი

ის, რითაც უნდა გადაუხადონ

დასაფარავი

გასასტუმრებელი ფინანსური ვალდებულება  (გადატ.)

მინდი

მარცვალი ან ფქვილი, რომელსაც დაფქვის სანაცვლოდ უტოვებდნენ მეწისქვილეს

მისაცემი

მოსაწყობი

მოსახდელი

საფასური

ქირა

სხვისი ბინის, ნივთის, საქონლისა და ა.შ. გამოყენებისთვის გადასახდელი თანხა

ჩასატარებელი

ხარკი

ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნისთვის მისაცემი გადასახადი  (ისტ.)

ზოგადად, გადასახადი  (მოძვ.)

ჯარიმა

კონკრეტულ მოქმედებაზე სასჯელად გადასახდელი თანხა