მოშორება

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ავლა

აჭრა

როდესაც რაიმეს მოჭრიან დანით და მისთ.

გადასვლა

მოშორება, მოცილება

გათიშვა

გათხრა

არქეოლოგიაში ‒ ნამარხებს მიწისგან ათავისუფლებენ  (დარგ.)

გამოცლა

შიგთავსის გამოღება, გასუფთავება

განთავისუფლება

განცალკევება

გარეცხვა

გარიდება

გარიცხვა

ვინმეს გაგდება საიდანმე, (უნივერსიტეტის, გუნდის, ორგანიზაციის...) სიიდან ამოშლა, მოშორება

გარჩევა

რაიმეს (ძირითადად, მცენარის ან ამ მცენარის ნაყოფის) არასაჭირო ან საკვებად უვარგისი ან ზედმეტი ნაწილის გამიჯვნა საკვებად ვარგისი ან რაიმესათვის საჭირო ნაწილისაგან

გაყრა

გაშვება

როდესაც რაიმე მოჭერილს (ხელს, კლანჭს, კბილს და ა. შ.) აშორებენ

გაცდენა

როდესაც ვინმეს ან რაიმეს გასცდები, უკან მოიტოვებ

გაცილება

რაიმესგან ან ვინმესგან გადაადგილება გარკვეული მანძილით

გაცლა

რაღაცის მოშორება

გაწმენდა

დატოვება

დაშორება

როდესაც კონკრეტული მანძილით ორ ან მეტ ვინმეს ან რაიმეს აშორებენ ერთმანეთს

დაცილება

მარცვლა

მარცვლების მოშორება (სიმინდზე, ლობიოზე...)

მორიდება

მოსმა

სწრაფად წასვლა, მოშორება  (საუბ.)

მოტეხა

მოცილება

მოხდა

რაიმეს მოცილება (ზოგჯერ რაიმეს თავიდან, ზედაპირიდან)

მოხსნა

როდესაც რაიმე მიბმულსა და მიმაგრებულს ხსნიან

ჩამოშორება

ცვენა

როდესაც ვინმეს ან რაიმეს რაიმე ეცლება, შორდება

წმენდა

ხდა

როდესაც რამეს იძრობენ და იხდიან

როდესაც რაიმე დახურულს იშორებენ და იცილებენ

ხილვა

როდესაც ბოსტნეულს, ლობიოს და ა. შ. ასუფთავებენ

ხოცვა

როდესაც სითხეს (ცრემლს, ოფლსა და ა. შ.) იშორებენ სხეულიდან, სხეულს იწმენდენ