ოპერაცია

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ადამიანის ან სხვა არსების სხეულზე ქირურგიული მანიპულაციის ჩატარება

სამხედრო დაჯგუფებების მოქმედება კონკრეტული მიზნის მისაღწევად

ფინანსური, სამრეწველო, სავაჭრო... საქმიანობისთვის კონკრეტული მოქმედების შესრულება

ჰიპონიმი

ჰიპერონიმი

ექსპედიცია

როდესაც ადამიანთა ჯგუფი მიემგზავრება რაიმე მიზნისა და ამოცანის შესასრულებლად, მასალებისა და ინფორმაციის მოსაძიებლად ამა თუ იმ საკითხის, გარემოს და ა. შ. შესახებ

კამპანია

სამხედრო საქმეში ‒ საერთო სტრატეგიული მიზნით გაერთიანებულ საომარ ოპერაციათა ერთობლიობა  (დარგ.)

მანევრი

ომის დროს დავალებების შესასრულებლად ჯარების მოძრაობა

რეიდი

მოულოდნელი შემოწმება სამართალდამცავების მიერ

კოჰიპონიმი

სამწყობრო

სამხედრო საქმეში – რაც საბრძოლო ოპერაციებში უშუალო მონაწილეობას განეკუთვნება  (სპეც.)

საოპერაციო

სპეცოპერაცია

რაიმე ოპერაცია, რომელიც საგანგებო მიზნით ტარდება (ძირითადად, სამხედრო, საპოლიციო)  (შემოკ.)

სხვაობა

მათემატიკაში ‒ ის რიცხვი, რომელიც გამოკლების შედეგია  (დარგ.)

ტრანსფერი

ფულის გადაგზავნა ერთი საფინანსო დაწესებულებიდან მეორეში ან ქვეყნიდან ქვეყანაში  (დარგ.)