თანამდებობა

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ალაგი

თანამდებობა, სამუშაო ადგილი  (ძვ.)

აღზევება

ბიუროკრატი

ვინც ამა თუ იმ თანამდებობაზე მუშაობს

დაწინაურება

როდესაც მაღალ თანამდებობაზე ინიშნებიან  (გადატ.)

დაჯდომა

როდესაც იკავებენ თანამდებობას  (გადატ.)

დიქტატორი

ძველ რომში – თანამდებობის პირი, რომელსაც სენატი საგანგებო სიტუაციების დროს ნიშნავდა  (ისტ.)

კომისარი

საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ადმინისტრაციული და ა.შ. ფუნქციისა და უფლებების მქონე (თანამდებობის) პირი

მოვალეობა

საქმე, სამსახური (მოვალეობის შემსრულებელი)

პატივი

ადგილი სამსახურში  (ძვ.)

პორტფელი

ის თანამდებობა, რომელიც მინისტრს განეკუთვნება  (გადატ.)

ჰიპერონიმი

პოსტი

სამუშაო სივრცე (ძირითადად, ადმინისტრაციული)

რეზიდენცია

სადაც ცხოვრობს და მუშაობს მაღალი თანამდებობის პირი

სამსახური

საქმე, რომლის სანაცვლოდაც ადამიანი ხელფასს იღებს

ტრიბუნალი

ძველ რომში – სადაც ისხდნენ თანამდებობის პირები და ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას  (ისტ.)

შეთავსება

როდესაც ერთდროულად ორ ან მეტ თანამდებობაზე მუშაობენ  (ახ.)

წარმომადგენლობა

როდესაც წარმომადგენელი ან წარმომადგენლად არიან

ხელობა

ის ადგილი სამსახურში, რომელიც კონკრეტული დავალებების შესრულებას მოითხოვს