დოკუმენტი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

კონკრეტული მოვლენის, ფაქტის დამადასტურებელი რამ

აქტი

განსხვავებული დანიშნულების მქონე ოფიციალური დოკუმენტი

ბულა

განაცხადი

ოფიციალური განცხადება, თხოვნა ან მოთხოვნა

გუჯარი

საბუთს, რომელსაც მეფე ან მემამულე აძლევდა ეკლესიას და რომელიც განსაზღვრავდა ეკლესიის მეურნეობისათვის სავალდებულო წესებს  (ისტ.)

დანართი

საბუთი, რომელიც სხვა საბუთს ერთვის

დახასიათება

როდესაც წერილობით აფასებენ ვინმეს საქმიანობას  (ტექ.)

დიპლომი

საბუთი, რომელიც ადასტურებს უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლის დასრულებას

საბუთი, რომელსაც ვინმეს აძლევენ რაიმე საქმეში წვლილის შეტანისათვის

დოკუმენტაცია

დოკუმენტური

დოკუმენტების მსგავსი, შესაფერისი, დოკუმენტების დამახასიათებელი

ვექსილი

ხელწერილი, რომლითაც ვალდებულებას იღებენ, რომ ვალი გადაიხადონ დადგენილ ვადაში

სინონიმი

კონვენცია

ხელშეკრულება, რომელიც იდება ორ ან რამდენიმე სახელმწიფოს შორის

კონტრაქტი

ხელშეკრულება, შეთანხმება, რომელიც წერილობით არის გაფორმებული

მანდატი

საბუთი, რომლის მინიჭების შემდეგ ადამიანს გარკვეული უფლებები ეძლევა

მემორანდუმი

შეთანხმება, რომელსაც არა აქვს სავალდებულო იურიდიული ძალ  (დარგ.)

დიპლომატიური დოკუმენტი, რომლითაც გადმოცემულია მთავრობის თვალსაზრისი ამა თუ იმ საკითხზე  (დარგ.)

მინდობილობა

მოწმობა

მტკიცებულება

რაიმეს დამამტკიცებელი საბუთი

ოქმი

საბუთი, რომელიც აღწერს რაიმე შეკრებისა თუ დაკითხვის მიმდინარეობასა და გადაწყვეტილებას

საბუთი, რომელსაც მოწმეები ხელს აწერენ რაიმეს დასადასტურებლად

საბუთი, რომელსაც საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს ადგენენ

დიპლომატიაში – საბუთი, რომელიც საერთაშორისო შეთანხმებას გამოხატავს  (სპეც.)

პასპორტი

რამდენიმეგვერდიანი საბუთი, რომელშიც მითითებულია პიროვნების სახელი, დაბადების თარიღი, მოქალაქეობა და ა. შ.

ის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ადასტურებს ამა თუ იმ სატრანსპორტო საშუალების კუთვნილებას, ტექნიკურ და საექსპლუატაციო მახასიათებლებსა და ა. შ.

საბუთი ან მოწმობა, რომელიც აპარატურას (ან სხვა ნივთს) მოჰყვება და აღწერს მის წარმოებას, მოხმარებასა და ა. შ.

საბუთი, რომელიც რაიმეს დაწვრილებით აღწერს

პატენტი

მოწმობა, რომლითაც მთავრობა უდასტურებს გამომგონებელს უფლებებს გამოგონებაზე

მოწმობა, რომელიც ადასტურებს ვაჭრობის უფლებას

რეკვიზიტი

იურისპრუდენციაში – თარიღი, ხელმოწერა და მისთ. დოკუმენტში  (სპეც.)

საბუთი

დოკუმენტი, რაიმე სახის საქმიანი ქაღალდი, ცნობა

სერტიფიკატი

საბუთი, რომელიც მიღებულ ხარისხსა თუ შედეგებს ადასტურებს

ტრაქტატი

საერთაშორისო ხელშეკრულება

ფურცელი

ზოგიერთი ოფიციალური ქაღალდის სახელწოდება

ქარტია

ქვითარი

თანხის გადახდის დამადასტურებელი საბუთი

ცნობა

რაიმეს დამადასტურებელი ოფიციალური საბუთი

წყარო

ცნობა, რომელსაც ეფუძნება მეცნიერული ნაშრომი

სინონიმი

ხელშეკრულება

წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრულია შეთანხმებულ მხარეთა უფლებები და მოვალეობები.

ხელწერილი