რებუსი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

გამოცანა

(ხშირად გარითმული) მოკლე აღწერა, რის მიხედვითაც უნდა გამოიცნონ, რა არის ნაგულისხმევი.

ბუნდოვანი, გამოუცნობი რამ.

თავსატეხი

სათამაშო/სახალისო გამოცანა, რომელიც რთულად ამოსახსნელია

კროსვორდი

სიტყვათა თავსატეხი, რომელშიც კვადრატები ასოებით უნდა შეივსოს ისე, რომ შვეულად ან თარაზულად სიტყვები შეიქმნას, დამხმარე წინადადებების მეშვეობით

ქარაგმა

არაპირდაპირი, მეტაფორული ნათქვამი, რომლის არსსაც უნდა ჩასწვდნენ  (გადატ.)

შარადა

ლექსი-გამოცანა, რომელიც ემყარება სხვადასხვა სიტყვის ნაწილთა ერთ სიტყვად გაერთიანებას.