ხელმძღვანელი

ყველაზე ახლოს
ნაკლებად ახლოს
შორს
უცნობი

ვინც ან რაც წარმართავს, უძღვება ორგანიზაციის, ჯგუფის, კერძო პირის და მისთ. საქმიანობას.

ადმინისტრაცია

ათისთავი

ვისაც ირჩევდნენ და ვინც ხელმძღვანელობდა სოფლის განსაზღვრულ ნაწილს XX საუკუნის დასაწყისში  (ძვ.)

გამგე

რაიმე საქმის ან დაწესებულების (ან მისი ნაწილის) სათავეში მყოფი პირი

გამგებელი

ადმინისტრაციული ერთეულის მმართველი

გამომცემელი

ის, ვინც გამომცემლობას ხელმძღვანელობას

განმგებელი

გუბერნატორი

ადმინისტრაციული ერთეულის, მხარის, შტატის მმართველი ზოგიერთ ქვეყანაში

დამრიგებელი

სკოლაში კლასის ხელმძღვანელი მასწავლებელი.

დამფუძნებელი

დეკანი

უმაღლესი სასწავლებლის ამა თუ იმ ფაკულტეტის ხელმძღვანელი

დირექტორი

დაწესებულების (მათ შორის სკოლის), ორგანიზაციის ხელმძღვანელი, უფროსი.

დირიჟორი

ნაწარმოების შესრულებისას ორკესტრის ან გუნდის ხელმძღვანელი პირი

თავი

ხელმძღვანელი, მეთაური

თავკაცი

თავმჯდომარე

ზოგიერთი ორგანოსა თუ ორგანიზაციის ხელმძღვანელი

თანამშრომელი

თანაშემწე

იმამი

მაჰმადიანური სახელმწიფოს მეთაური, რომელიც იმავდროულად მისი სულიერი წინამძღოლიცაა

მეჩეთში საერთო ლოცვისას მლოცველების წინამძღოლი

კანცლერი

(ზოგ ქვეყანაში) უმაღლესი წოდების მქონე თანამდებობის პირი; მთავრობის ხელმძღვანელი

კაპიტანი

კოორდინატორი

პერსონა, რომელიც აკონტროლებს და აჩვენებს პროცესების პრინციპებს ან მიმართულებებს

მამამთავარი

მდივანი

მედროშე

მეთაური

მენეჯერი

საწარმოს, კომპანიის და ა.შ. მართვის სპეციალისტი

მენტორი

მესვეური

მმართველი

ორგანიზატორი

პრეფექტი

საფრანგეთსა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში – ვიცნ ხელმძღვანელობს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულს

რაიკომი

რეგენტი

რედაქტორი

ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ჟურნალს, გაზეთს, ონლაინგამოცემას, რადიო ან ტელეგადაცემის მომზადებას

რექტორი

ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი

უსტაბაში

ვინც ვინმეს ხელმძღვანელობს  (ირონ.)

უფროსი

შეფი

წინამძღოლი

ის, ვინც თავად-აზნაურებს ხელმძღვანელობს

ჰეგემონი

ჰეგემონია